|
2025-02-25 15:54:23, 468 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ე.წ. ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს ტოვებს უბედურებაში, არ უნდა არსებობდეს
ის, რაც დღეს გურიაში ხდება, არის სახელმწიფოს გულგრილობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. თოვლმა რეგიონი სრულად ჩაკეტა – ადამიანები აღმოჩნდნენ მიტოვებულები დენის, წყლისა და გზის გარეშე, ხოლო ე.წ. ხელისუფლება, რომელიც ხალხის სამსახურში უნდა იდგეს, საერთოდ არ არსებობს! - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე აცხადებს. ,,მართლა რა გაჩერებთ კაბინეტებში? ამ მასშტაბის სტიქიის დროს არ უნდა ჩადიოდეთ ხალხთან?! ამ ფონზე როცა ასე უჭირთ მოქალაქეებს და თქვენ არ გცალიათ მათთვის, მოიცალეთ ევროკავშირის ელჩზე შეტევისთვის და მთელი ევროპისთვის თავზე გადასავლელად. ესეც არ იკმარეთ და ზემოდან კიდევ მორალს კითხულობთ – მართლა ამორალურები ხართ! ე.წ. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ტოვებს უბედურებაში, საერთოდ არ უნდა არსებობდეს! ჩვენ ერთად გადავურჩებით ამ კრიზისსაც და მალე დავასრულებთ იმ არალეგიტიმური რეჟიმის არსებობასაც, რომელიც ყოველდღე ანგრევს ჩვენს ქვეყანას'' - ამბობს კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)