|
2025-02-25 11:38:09, 462 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის ელჩი ძალადობის თანამონაწილეა და აგრძელებს ძალადობის წახალისებას
ევროკავშირის ელჩი არჩევნებში დამარცხდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კამპანიას ღიად აწარმოებდა, არც ერთხელ არ დაუგმია ის ძალადობრივი მიტინგები, რომლებიც საქართველოში იმართებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ელჩი ძალადობის თანამონაწილეა და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა აღარ არის წარმატებული. „ევროკავშირის ელჩი არჩევნებში დამარცხდა და მისი მდგომარეობა გამოწვეულია ამ ყველაფრით. გახსოვთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ კამპანიას ღიად აწარმოებდა, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. იცით, არც ერთხელ არ დაუგმია მას ის ძალადობრივი მიტინგები, რომლებიც საქართველოში იმართებოდა. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანიც, სამწუხაროდ, არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში აღარ არის წარმატებული. ქართულმა საზოგადოებმა ყველაფერი იცის, ქართულმა საზოგადოერბამ იცის, თუ რა მდენად „მშვიდობიანი“ იყო მიტინგები, რომლებიც იმართებოდა საქართველოში ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მთლიანობაში როგორი რეაგირება ჰქონდა ამ ყველაფერზე ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ მოვახერხეთ და აღვკვეთეთ ის ძალადობა, რომელსაც ჰქონდა შორს მიმავალი გეგმები, მთავარი მიზანი იყო ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რაც, ბუნებრივია, ქართულმა სახელმწიფომ არ დაუშვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)