|
2025-02-25 11:28:18, 573 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - იყო პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში მომხდარიყო ესკალაცია, საქართველო ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში
პირდაპირი მცდელობა იყო, რომ საქართველო ჩაერთოთ უკრაინაში დაწყებულ სამხედრო კონფლიქტში და ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი, მათ შორის, პრინციპული მნიშვნელობის იყო სანქციების არდაწესება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, თუ როგორ აფასებდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამი წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსეთისთვის სანქციების არდაწესების თაობაზე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის განმტკიცებას. „ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის სამი წლის წინანდელი განცხადება, ეს იყო, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება და განცხადება, რომელიც გაახმოვანა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინ იყო პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მომხდარიყო ესკალაცია, საქართველო ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც დაიწყო უკრაინაში და ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი. მათ შორის, პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არდაწესებას, ეს ნიშნავდა ერთი მხრივ ესკალაციას, რაც უნდოდა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, მეორე მხრივ, ეს ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს ჩვენ ვერ გადავდგამდით და მაშინ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც გაახმოვანა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამის შემდეგ ჩვენ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის განმტკიცებას,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)