|
2025-02-24 12:51:13, 404 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოსტა და რობერტა მეცოლა - უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია
უკრაინაში მიმდინარე ომსა და უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს და მის ხელმძღვანელობას ეკისრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. “სამი წლის წინ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი და უკანონო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის სასტიკი ომი განზრახ ესხმის თავს სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინელმა ხალხმა გამოიჩინა მამაცობა საკუთარი ქვეყნისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დასაცავად. ამ ომსა და უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს და მის ხელმძღვანელობას ეკისრება. ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ყველა სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ. მივესალმებით ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიმართულებით”, - აღნიშნულია განცხადებაში. ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოსტა და რობერტა მეცოლა ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის ადგილი ევროკავშირშია. „უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. უკრაინელებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალი ევროკავშირს დაუკავშირონ. ჩვენ ეს ვაღიარეთ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დავიწყეთ. უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია გაწევრიანებასთან დაკავშირებულ რეფორმებში ყველაზე რთულ ვითარებაში. ჩვენ უკვე ვახორციელებთ უკრაინის ინტეგრირებას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. უკრაინისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია“, - აღნიშნულია განცხადებაში. ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოსტა და რობერტა მეცოლა აცხადებენ, რომ რთულ საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ გარემოში უკრაინასთან ტრანსატლანტიკური და გლობალური სოლიდარობია შენარჩუნების მნიშვნელოვანია. „ხაზს ვუსვამთ უკრაინის მხარდაჭერაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი ფოკუსირების უზრუნველყოფის საჭიროებას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უკრაინის სამშვიდობო ფორმულას დაეფუძნება. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვადასტურებთ, რომ მშვიდობა, უსაფრთხოება და სამართლიანობა გაიმარჯვებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)