|
2025-02-24 12:30:36, 431 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - არაფერი საკუთარი თავისთვის და ყველაფერი საკუთარი ქვეყნისთვის, ეს ჩემი პრინციპია
ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ ბებიაჩემს მემკვიდრეობით გადაეცა რესტორან „წისქვილის“ წილი, ვუთხარი, გადაეფორმებინა ყველა სხვა პარტნიორზე, რადგან იტყოდნენ, სააკაშვილს ეკუთვნისო, არაფერი საკუთარი თავისთვის და ყველაფერი საკუთარი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ კლინიკიდან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ეს იყო და არის მისი პრინციპი, რომელიც მუდმივად დარჩება. „ჩემი პრეზიდენტობის დროს ბაბუაჩემი გარდაიცვალა და ბებიაჩემს გადასცა მემკვიდრეობით თავისი წილი. აღმოჩნდა, რომ წილი ჰქონდა რესტორან „წისქვილში“. ეს ხმა მოვიდა ჩემამდე. იცით, რა გავაკეთე? მოვიყვანე ბებიაჩემი, რომელიც ძალიან მიყვარდა, მასაც ძალიან ვუყვარდი და სამწუხაროდ, ხმის აწევით ვუთხარი, რომ გადაეფორმებინა წილი უფასოდ ყველა სხვა პარტნიორზე. მე ვუთხარი, რომ არავინ დაიჯერებს, რომ ბებიას და ბაბუას დარჩათ წილი. ბაბუაჩემს ეს წილი ჰქონდა ჩემს პრეზიდენტობამდე, იტყვიან, რომ ეს წისქვილი ეკუთვნის სააკაშვილს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მომავალ თაობებს დარჩებოდათ ეს ოქროს სტანდარტი, როგორ უნდა იქცეოდეს პრეზიდენტი და როგორ უნდა იქცეოდეს სახელმწიფო მოღვაწე. არაფერი საკუთარი თავისთვის და ყველაფერი საკუთარი ქვეყნისთვის. ეს იყო და არის ჩემი პრინციპი, რომელიც დარჩება მუდმივად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)