10:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 16:10:03, 443 ნახვა

პოლიტიკა
ლანა გალდავა გამოეხმაურა ფაქტს, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" ლიდერები კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციას არ ესწრებიან

„ქართული ოცნება“ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობას არ იღებს. ეს ღონისძიება ახლა ვაშინგტონში მიმდინარეობს, თუმცა როცა იგივე შინაარსის ღონისძიება ბუდაპეშტში ჩატარდა, მაშინ "ქართული ოცნების" ლიდერები საპატიო სტუმრებად ჰყავდათ.

კოალიცია, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა გამოეხმაურა ფაქტს, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" ლიდერები კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციას არ ესწრებიან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს ფაქტი იმან განაპირობა, რომ ივანიშვილის რეჟიმს მოკავშირეები დემოკრატიული ქვეყნების ნაცვლად ავტორიტარულ სახელმწიფოებში ჰყავს.

„ „ოცნება“ მუდმივად ამბობდა, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთებოდა. დღეს ვხედავთ, რომ აშშ-თან შეწყვეტილია სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. პირველივე კონფერენციაზე არ იმყოფება საქართველოს წარმომადგენლობა. ეს არის პირველ კონფერენციაზე ტრამპის სიტყვით გამოსვლა. "ოცნების" წარმომადგენლობას მომხრეები არ ჰყავს დემოკრატიულ ქვეყნებში, ჰყავს ავტორიტარულ რეჟიმებში და ისეთ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია.“ - განაცხადა ლანა გალდავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics