|
2025-02-21 15:30:57, 603 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს შეეხება. „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრების გაგრძელება. ეს არ არის პირველი შეხვედრა. იცით, რომ სისტემატურად ვხვდებით და სხვადასხვა ტიპის შეხვედრები იმართება. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ იყო შეხვედრა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, სადაც არჩევნების საკითხზე ვისაუბრეთ. დღესაც, სავარაუდოდ, ქვეყანაში, ზოგადად, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრებთ. ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა საქართველოს საკითხის წამოწევა, მათ შორის, უსაფრთხოების ნაწილში, მისი ევროინტეგრაციის საკითხში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ნაწილში. სავარაუდოდ, ამ თემებზე ვისაუბრებთ. ასევე, ვიმსჯელებთ და შეხვედრის შემდეგ მეტ დეტალზე ვისაუბრებთ“, - აღნიშნა დოლიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)