|
2025-02-21 13:09:25, 456 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - საქართველო ხდება ის ქვეყანა, სადაც დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით, პარტნიორებისთვის უმძიმესი ვითარებაა შექმნილი
საქართველო, ფაქტობრივად, ხდება ის ქვეყანა, სადაც დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით, ჩვენი პარტნიორებისთვის უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომასთან დაკავშირებით. სამადაშვილის თქმით, ეუთო-ს დებატები გაგრძელდება იმით, რომ დაიწყება შესაბამისი პროცედურები საქართველოსთან მიმართებით. „თავისთავად ის, რომ ეუთო-ს ფარგლებშიც კი, იქ, სადაც წარმოდგენილი არიან, მათ შორის ისეთი ქვეყნები, რომლებსაც სერიოზული გამოწვევა აქვთ დემოკრატიის კუთხით, ასეთი მწვავე დებატები გაიმართა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველო, ფაქტობრივად, ხდება ის ქვეყანა, სადაც დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით ჩვენი პარტნიორებისთვის უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. მე ველოდები, ეს დებატები გაგრძელდება იმით, რომ დაიწყება შესაბამისი პროცედურა. საქართველოს შესახებ მოხსენების მომზადება დაევალება ამ ორგანიზაციის ფარგლებში შესაბამის ორგანოს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ მოხსენების საფუძველზე მომავალში უკვე აღარ მოხდეს საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების მიწვევა შესაბამის ფორმატებში. ჩვენ ვნახეთ, რომ განწყობა იხრება სწორედ აქეთკენ, ანუ არ შეიძლება, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს თანამშრომლობა არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)