|
2025-02-21 13:02:16, 613 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში ტურიზმის მედეგობის საკითხებზე სამიტი იმართება - ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ბათუმში ტურიზმის მედეგობის საკითხებზე სამიტი იმართება - ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი 21-22 თებერვალს, ტურიზმის ინდუსტრიის მედეგობის საკითხებზე, ბათუმში საქართველოს ტურიზმის სამიტი „ტურისტერი“ იმართება. ღონისძიებაში ოცზე მეტი სპიკერი მონაწილეობს როგორც გლობალური, ასევე ადგილობრივი კომპანიებიდან, მათ შორის არიან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გლობალური პლატფორმების, Booking.com-ის, AirDNA-ის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. “ტურისტერი” ტურიზმის სფეროს სამასზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს, მათ შორის მაღალი რგოლის მენეჯერებსა და ბიზნესის მფლობელებს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, ქართული ტურიზმის გამოწვევები და სექტორის მედეგობის საკითხები განიხილონ. ასევე, მიიღონ რეკომენდაციები საერთაშორისო ექსპერტებისგან. სამიტი მოიცავს პანელურ დისკუსიებს, ვორკშოფებს, მონაწილეებს კი შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბის ტურიზმის საკითხებზე გამართულ განხილვებში. “ტურისტერის მთავარი არსი არის საუბარი მომავალზე, დღეს კი, არსებული გამოწვევებით სავსე გარემოში, მომავალზე საუბარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, შესაბამისად ღონისძიების მთავარი თემების მოდიფიკაციის საფუძველზე, ჩვენი მიზანია, განვიხილოთ ქართული ტურიზმის მედეგობა”, - ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები. ტურისტერის ორგანიზატორები არიან ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი. გენერალური სპონსორები არიან: საქართველოს ბანკი ბიზნესი, ბეტა პრინტი, ხოლო სპონსორები - Hotel Colosseum Marina, GURU Holding, Exely. ღონისძიება სასტუმრო ROOMS-ში იმართება. ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ ბმულს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)