00:58 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 08:46:27, 531 ნახვა

მსოფლიო
ისრაელში სამი ავტობუსში აფეთქდა - პოლიცია სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმაზე საუბრობს

ისრაელის ქალაქებში, ბათ-იამსა და ხოლონში, ავტოსადგომებზე სამი ავტობუსი აფეთქდა. აფეთქების დროს ავტობუსებში არავინ იმყოფებოდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარი სავარაუდო ტერორისტული თავდასხმა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ გაანეიტრალეს ორი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ახლომდებარე ავტობუსებში. მედიის ცნობით, ეს მოწყობილობები ჰოლონში აღმოაჩინეს და თითოეულში 5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.

პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ეჭვმიტანილების ძებნა.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, პრემიერი მუდმივ განახლებებს იღებს სიტუაციის შესახებ და მან ისრაელის თავდაცვის ძალებს „დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული უჯრედის წინააღმდეგ მასიური ოპერაციის განხორციელება დაავალა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics