01:39 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 15:49:03, 499 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - NATO-ს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის განთავსება უკრაინაში ჩვენთვის მიუღებელია

NATO-ს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის უკრაინაში შესაძლო გაგზავნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვი გამოეხმაურა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ამ ინფორმაციამ კრემლი აღაშფოთა, "განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ევროპელი ლიდერები განიხილავენ უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განთავსებას".

"ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით ამ ინფორმაციას და ვაკვირდებით ევროპელების ზოგჯერ წინააღმდეგობრივ ოფიციალურ განცხადებებს ამ საკითხზე. ეს იწვევს ჩვენს შეშფოთებას, რადგან საუბარია სამხედრო კონტინგენტის გაგზავნაზე, NATO-ს ქვეყნების შესაძლო, ჰიპოთეტურ სამხედრო განლაგებაზე უკრაინაში" - თქვა პესკოვმა.

ასე გამოეხმაურა პუტინის პრესსპიკერი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი გეგმავს მომავალ კვირას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წარუდგინოს უკრაინაში ევროპული ქვეყნების მშვიდობისმყოფელი კონტინგენტის განლაგების გეგმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, "ეს საკითხი რუსეთის უსაფრთხოების თვალსაზრისით სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს".

"ამიტომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მას განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით. მინდა შეგახსენოთ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები – NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენთვის მიუღებელია" - განაცხადა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics