|
2025-02-20 14:57:44, 488 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ტრამპის ადმინისტრაცია იშვიათი ლითონების შესახებ უკრაინასთან გამარტივებული შეთანხმების დადებას შეეცდება
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იშვიათი ლითონების შესახებ უკრაინასთან გამარტივებული შეთანხმების დადებას შეეცდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პროცესის დაჩქარების მიზნით იშვიათი ლითონების შესახებ უკრაინასთან გამარტივებული შეთანხმების დადებას შეეცდება, ხოლო შეთანხმების კონკრეტულ პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას მოგვიანებით განიხილავს. სააგენტოს წყაროების ცნობით, საბოლოო შეთანხმების მიღწევას დრო დასჭირდება. კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა აშშ შეთანხმების მიღწევის მიზნით მუშაობას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემას უპასუხა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ეს კაცი (ვოლოდიმირ ზელენსკი) რეალობაში უნდა დავაბრუნოთ“. შეგახსენებთ, გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იშვიათი ლითონების შესახებ აშშ-ის წინადადებას არ დათანხმდა, რომლის მიხედვითაც აშშ უკრაინის კრიტიკული რესურსების 50%-ს მიიღებდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკული მხარის შეთავაზება აქცენტს აშშ-ის ინტერესებზე აკეთებდა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საუბარი არ ყოფილა. „მე ჩვენს ქვეყანას ვერ გავყიდი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)