|
2025-02-19 16:02:55, 523 ნახვა
სამართალი
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილია 1 565,4 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები. „კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შეეცადა ოქროს ნივთები მალულად შემოეტანა (აღნიშნული ნაკეთობები წინასწარ დამზადებულ მუყაოსა და პლასტმასის ყუთებში, წებოვანი ლენტით იყო შეფუთული). არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 240 461,09 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)