02:32 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 11:31:19, 492 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა, პაულუ გონე ბრანკომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუსა და 33 სხვა პირს ბრალი წაუყენა.

გენერალური პროკურორის ბრალდებებს ახლა ბრაზილიის უზენაესი სასამართლო განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში ბოლსონარუს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ და იგი სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ბრალდებების თანახმად, ჟაირ ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას მოწამვლას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე დე მორაეს მკვლელობას გეგმავდა.

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics