|
2025-02-19 11:10:49, 518 ნახვა
ეკონომიკა
Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით გაიხსნა
თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამაზებაში ისეთივე ძალისხმევას ვდებთ, როგორსაც საკუთარი თავის მოვლაში. უკვე ორი წელია, სწორედ ამაზე ზრუნავს Max Groom-ი — გრუმინგ სალონი, სადაც ოთხფეხა მეგობრებისთვის ყველა საჭირო სერვისი ერთადაა თავმოყრილი. სალონში არასტრესულ გარემოსთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება და პროფესიონალი გრუმერები დაგხვდებიან. Max Groom-ში ყველაფერი ერთი მიზნის ირგვლივ ტრიალებს: კომფორტული და სასიამოვნო გარემო იყოს შექმნილი, როგორც მომხმარებლისა და ოთხფეხა მეგობრებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის. ამგვარი მიდგომით, სალონი უწყვეტად ვითარდება. როგორც Max Groom-ის დამფუძნებელი, ელენე პატარაია ამბობს, სალონი მისთვის არასდროს ყოფილა უბრალოდ ბიზნესი. „ცოცხალ არსებებთან გვაქვს შეხება, რომელთა ჯანმრთელობასა და სილამაზეს გვანდობენ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის. თითოეული კმაყოფილი მომხმარებელი ჩვენი წარმატების საწინდარია”. ელენე პატარაიამ სალონის გახსნა თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით შეძლო. უახლოეს მომავალში, Max Groom-ი გაფართოებასაც გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)