02:31 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 19:20:34, 544 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ახლა რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინის გარეშე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ულტიმატუმზე წასვლას უკრაინა არ აპირებს.

„რუსეთის ულტიმატუმებზე ყველაზე რთულ მომენტში თუ არ წავედით, საიდან არის მოლოდინი, რომ უკრაინა ახლა წავა ამაზე? რუსეთის ულტიმატუმებზე წასვლას არ ვაპირებ.“ -  ამის შესახებ ზელენსკიმ, თურქეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში რუსეთმა ულტიმატუმი დააყენა, რომელიც მოიაზრებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უკრაინაში პრორუსული მთავრობის დაყენებას, რათა ის სრულიად პუტინის ვერტიკალში ყოფილიყო.

„ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ახლა რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, და ისინი იგივე განწყობით მიმდინარეობს, მაგრამ ისინი რუსეთის წარმომადგენლებსა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის ხდება. უკრაინაზე, კვლავ უკრაინაზე და უკრაინის გარეშე. საინტერესოა, თუ ყველაზე რთულ მომენტში არ წავედით ყველა ამ ულტიმატუმზე, საიდან არის იმის მოლოდინი, რომ უკრაინა ახლა წავა ამაზე,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსებთან შეთანხმებები არც მათ მიერ კიევის ოლქის ოკუპაციის პერიოდში არ ყოფილა, არც ბელარუსში შეხვედრის დროს და არც თურქეთში შეხვედრის დროს.

“მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, არავისთვის არაფრის გარანტიები არ მიმიცია, არავისთვის არაფერი არ დამიდასტურებია. მითუმეტეს, რუსეთის ულტიმატუმებზე წასვლას არ ვაპირებდი. და არც ვაპირებ,” - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics