16:39 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 09:33:42, 485 ნახვა

მსოფლიო
ჰაკან ფიდანი - თურქეთი ეძებს გზებს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში უფრო აქტიურად ჩასართავად

თურქეთი ეძებს გზებს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში უფრო აქტიურად ჩასართავად, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ისაუბრა.

ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთს სურს, უმასპინძლოს მოლაპარაკებებს, ასევე იმუშაოს ისეთ შეთანხმებებზე, როგორიცაა მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა.

„ახლა ჩვენ ვეძებთ დამატებით შესაძლებლობებს, თუ როგორ შეგვიძლია, უფრო მეტად ჩავერთოთ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში და ვთავაზობთ ორივე მხარეს, რომ შეგვიძლია, ვუმასპინძლოთ შეხვედრის ადგილს, შეგვიძლია, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი, უკრაინა და აშშ აყალიბებენ თავიანთ გეგმებს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჰაკან ფიდანის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმაც უნდა დაიკავონ ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან თურქეთთან ერთად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics