22:50 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 19:08:58, 651 ნახვა

ეკონომიკა
ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ შსს პოლიციელებისთვის საკვებს გამარტივებული წესით ყიდულობს.

პრეტენდენტის არ არსებობის გამო და ოთხი ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისთვის საკვებს 193 ათას ლარად გამარტივებული წესით ყიდულობს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვერ იქნა გათვალისწინებული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად 2025 წლისთვის საჭირო საკვები პროდუქტების (სოსისი, ბოსტნეული და თევზი (ორაგული)) შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერები ვერ განხორციელდა. ახალი ტენდერის გამოცხადებასა და გამარჯვებულის გამოვლენას 10 დღე სჭირდება, რაც პოლიციისთვის დიდ დროა.

ამიტომ, შესყიდვების სააგენტომ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა გასცა.

შესყიდვის ობიექტია:

1. თევზი (ორაგული) – 1000 კგ; 

2. სოსისი – 5010 კგ; 

3. სხვადასხვა სახის ბოსტნეული, მათ შორის: 

   * კარტოფილი – 33,700 კგ 

   * კომბოსტო – 9350 კგ 

   * ჭარხალი – 2750 კგ 

   * სტაფილო – 4560 კგ 

   * ხახვი – 4560 კგ 

   * ნიორი – 850 კგ 

   * მწვანილი – 3600 კგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics