|
2025-02-17 14:14:27, 427 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის წარმომადგენლებს საუდის არაბეთში სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი შეხვდებიან
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი სამშაბათს ერ-რიადში აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვდებიან, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლავროვი და უშაკოვი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით ერ-რიადში დღეს გაემგზავრებიან. „მოსალოდნელია, რომ სამშაბათს ერ-რიადში ისინი ამერიკელ კოლეგებთან გამართავენ შეხვედრას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, დაეთმობა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენას“, - განაცხადა პესკოვმა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრას, რუბიოს გარდა, აშშ-ის მხრიდან ასევე დაესწრებიან თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)