|
2025-02-17 12:19:19, 761 ნახვა
ეკონომიკა
რამდენი ბავშვი იღებს საქართველოში საარსებო შემწეობას? - წლიური ზრდა 7.5%-ია
სოციალური მომსახურების სააგენტოს იანვრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში საარსებო შემწეობას 0-6 წლის 49 586 ბავშვი და 6-18 წლის 140 325 მოზარდი იღებს. ანუ, ჯამურად 189 911 არასრულწლოვანი იღებს. მაშინ, როცა გასული 2024 წლის იანვარში 175 585 არასრულწლოვანი იღებდა სახელმწიფოსგან სხვადასხვა ტიპის შემწეობას. შესაბამისად, ზრდა 7.5%-ია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა (0-18 წელი) რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
კანონმდებლობის მიხედვით, ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა შეღავათები სარეიტინგო ქულის მეშვეობით დგინდება. 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს იღებენ. 2020 წელს ბავშვისთვის განკუთვნილი დანამატი 50 ლარს შეადგენდა, 2021 წელს ეს თანხა გაორმაგდა და 100 ლარამდე გაიზარდა, 2021 წლის ივნისიდან კი ბავშვები, დანამატის სახით, 150 ლარს იღებდნენ. ფულადი დანამატის მიმღებია 16 წლამდე სოციალურად დაუცველი პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება. აღნიშნული დახმარება, 2021 წლის 1 ივლისამდე, მხოლოდ 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)