|
2016-03-09 11:53:59, 1465 ნახვა
კომენტარი
კალაძე: საქართველოს აქვს რესურსი, ელექტროენერგიის თვალსაზრისით, დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს
ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, საქართველოს აქვს რესურსი, ელექტროენერგიის თვალსაზრისით, დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს. ამის შესახებ კალაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას აცნობს. კალაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც ამ რესურსების გამოყენებას უარგუმენტოდ ეწინააღმდეგებიან: „დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო გარკვეულწილად დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე, რადგან ვენ განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, მაშინ, როცა ქვეყანაში ყველაზე მეტია ელექტროენერგიის მოხმარება, გვიწევს მისი დამატებითი შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ქვეყანა შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს– რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, თუმცა, რეალურად ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებით, თუ რა რესურსები გააჩნია ქვეყანას, რომ მოვახერხოთ და უახლოეს პერიოდში საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით, გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა. სამწუხაროა ის, რომ ქვეყანაში არსებობს გარკვეული ძალები, ვინც ეწინააღმდეგება თუნდაც იმ რესურსების გამოყენებას, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ, ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, არგუმენტების გარეშე ხდება ამაზე საუბარი”,-განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მისი შეფასებით, ეს მიზანმიმართულად ხდება: „მე ვფიქრობ, ეს ხდება მიზანმიმართულად, რომ მოხდეს დარგის დისკრედიტაცია, თუმცა, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიესალმებიან მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტების განხორციელებას“,-განაცხადა კალაძემ.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)