15:21 - 20 Aug, 2026
|
2025-02-16 11:04:43, 533 ნახვა
პოლიტიკა
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი დღეს პანელურ დისკუსიებს დაესწრება
მიუნხენის კონფერენციის მუშაობის მესამე დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორ პანელურ დისკუსიას დაესწრება და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. კერძოდ, ამავე ცნობით, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილია პანელური დისკუსია ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა ევროპაში”, რომლის მოდერატორიც იქნება კონფერენციის ვიცეთავმჯდომარე რაინერ რუდოლფი. დღესვე შედგება პანელი "უსაფრთხოების სერია“, სადაც სალომე ზურაბიშვილი დისკუსიაში მონაწილეობას მწერალთან და პუბლიცისტთან ენ ეპლბაუმთან ერთად მიიღებს. ასევე, მიუნხენში დაგეგმილია შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)