|
2025-02-15 23:51:04, 709 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს ქართული მედიის წერილი გადასცა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უმაღლესი დონის შეხვედრებისას ევროპელ ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ქართულ მედიაში შექმნილი მდგომარეობა გააცნო, დაკავებული, მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შესახებ ესაუბრა და ის წერილი გადასცა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა თბილისში, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოამზადეს. ქართული მედიის 17 წარმომადგენლის წერილი, რომელიც ბოლო პერიოდში, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე ტელევიზიებში, რეგიონულ მედიასა და ონლაინმედიაში შექმნილ მდგომარეობას ასახავდა, პრეზიდენტმა გადასცა: ესტონეთის პრეზიდენტს, ალან კარის, მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეს, ჯო უილსონს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)