04:01 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 13:52:37, 469 ნახვა

მსოფლიო
ლატვიის საგარეო - ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, არ ვაღიარებთ არც მათ ლეგიტიმურობას და არც შედეგებს

ლატვია გმობს ე.წ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 15 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ჩატარდა, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლატვია არ აღიარებს არც მათ ლეგიტიმურობას და არც შედეგებს.

„ლატვია მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე და შეუვალ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics