|
2025-02-14 20:57:52, 514 ნახვა
პოლიტიკა
ბრაიან მასტი - ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს ბუფერულ ზონად არ განიხილავს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს „ბუფერულ ზონად“ არ განიხილავს.
ბრაიან მასტმა, რომელიც ავღანეთის ომის ვეტერანია, ასევე აღნიშნა, რომ თანამედროვე სამყარო „ორ ბილიკად“ დაიყო: ერთ მხარეს აშშ, ნატო, ევროკავშირი და ისრაელია, მეორე მხარეს კი – ჩინეთი და რუსეთი.
კონგრესმენმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს გაძლიერება აშშ-ს კიდევ უფრო მეტად უბიძგებს პარტნიორობისკენ.
შეგახსენებთ, მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია დღეს, 14 თებერვალს დაიწყო, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო მოლაპარაკებები მთავარი თემა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)