17:43 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 13:20:43, 476 ნახვა

საზოგადოება
პროტესტის 79-ე საღამო პატიმარ ზვიად ცეცხლაძეს მიეძღვნება

პროტესტის 79-ე საღამო პატიმარ ზვიად ცეცხლაძეს მიეძღვნება. თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტის მხარდამჭერი აქცია საღამოს 19:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელი შეკრების ადგილიც სიმბოლურად შეირჩა. მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან დაიძრებიან და ცენტრრალური ქუჩების გავლით მათი საბოლოო გაჩერება რუსთაველის გამზირი იქნება. ხალხი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. დღეს ქუჩაში ტრადიციულად იდგებიან უკანონო პატიმრების ოჯახის წევრები, მეგობრები და მათი იდეური თანამებრძოლები.

რეჟიმის პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა ამბობს, რომ ახლა უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ტელევიზორით უყურებენ, რა ხდება გარეთ და ამით ბრძოლის ჟინი უფრო უმტკიცდებათ. 

ხალხი არის იმედი და სწორედ ხალხის რაოდენობა ქმნის იმედს და მომავლის ბრძოლის საფუძველს. იმ ბიჭებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. ყველა აქცია მნიშვნელოვანია. ისინი იქ უყურებენ ტელევიზორში და იმედი და მომავლისთვის ბრძოლის ჟინი კიდევ უფრო უმტკიცდებათ. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული: მარშები, მანიფესტაციები, ხალხმრავალი მიტინგები, სიტყვით გამოსვლები, მოწოდებები, მიმართები, გამხნევებები ამ ყველაფერმა ერთობლივ კონტექსტშტი ძალიან დიდ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, - ამბობს ზურა ცეცხლაძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics