|
2025-02-14 12:55:45, 446 ნახვა
პოლიტიკა
გორის საკრებულოს თავმჯდომარე - ვინც ევროკავშირის რეზოლუციას უჭერს მხარს, ყველა მოღალატეა!
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. საკრებულოში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი სხდომათა დარბაზში კითხვების დასასმელად მივიდნენ, თუმცა სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. კერძოდ, მათივე თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დასრულდა და მათ სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობა მოითხოვეს. „იმიტომ გვაძევებენ, რომ მოვითხოვეთ სიტყვა. მოქალაქეები მოვედით, რადგან მოვითხოვეთ სიტყვა. მგონი, თვითმმართველობა იმისთვისაა, რომ სიტყვა მოვითხოვოთ და ჩვენი მოსაზრებები ვთქვათ. ეს არ შეიძლება?!,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ მოქალაქეებს დაპირისპირებისას მოღალატეები უწოდა, მოგვიანებით კი მედიასთან განაცხადა, რომ ქვეყნის მოღალატეების ადგილი საკრებულოში არ არის. „ქვეყნის მოღალატეების ადგილი აქ არ არის! ყიდიან საქართველოს! ვინც უჭერს მხარს ევროკავშირის რეზოლუციას, ყველა არის საქართველოს მოღალატე! ქვეყნის ღალატის უფლება არავის აქვს! ეს ყველამ გაიგოს! მათ ნებართვა უნდა აეღოთ ჩემგან. მე მივცემდი მაგ ნებართვას, მაგრამ ეს თავხედობა ვერ ავიტანე, რომ რეგლამენტი დაარღვიეს... ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო. რა წაიღო?! უამრავი რაღაცა... თუნდაც ის აგენტები დააფინანსა, რომლებიც დღეს საქართველოს ებრძვიან,“ - განაცხადა რაზმაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)