|
2025-02-14 09:48:24, 480 ნახვა
სამართალი
საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც ქურდობაშია ბრალდებული
საბერძნეთში, მელისიაში, დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც ქურდობაშია ბრალდებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 39 წლის ქალს იმ ბინის გაქურდვას ედავებიან, რომელშიც ის დამხმარედ მუშაობდა. გამოძიების თანახმად მან წყვილის სახლიდან 8000 ევროს ღირებულების სამკაულები და ვერცხლის ჭურჭელი გაიტანა. მედიის ინფორმაციითვე, აღნიშნული ქალი 2020 წელსაც დააკავეს. ათენის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის როგორც ბანდის წევრი, მასობრივ ქურდობებში მონაწილეობდა და ფულსა და ძვირფასეულობას იპარავდა იმ სახლებიდან, რომლებშიც მუშაობდა. ამის შემდეგ ის ციხიდან გარკვეული პირობებით გაათავისუფლეს და ქვეყანა დატოვა. თუმცა, 2025 წლის 24 იანვარს საბერძნეთში, უნგრეთის გავლით შეცვლილი სახელითა და გვარით შევიდა. დანაშაულში თანამონაწილეობისთვის დააკავეს ქალის ქმარიც. საქმეზე გამოძიება გრძელდება - "ქართველი კრიმინალური წყვილის საკუთრებაში აღმოჩნდა და ჩამოართვეს ძვირადღირებული საათები, მათ შორის ROLEX და BVLGARI"- წერს ბერძნული მედია სტატიაში სათაურით- "ქართველი დამხმარე ძვირადღირებული მოპარული ROLEX-ით" .
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)