|
2025-02-13 12:55:12, 459 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიანე - სანქციები უნდა შეეხოს ივანიშვილის ახლო წრეს
ჩვენ ახალ რეზოლუციაში აღვნიშნავთ, რომ სიტუაცია გაუარესებულია და ვახსენებთ ყველა იმ ძალადობას, რასაც ადგილი ჰქონდა, ასევე ადამიანებს ვინც ეს ძალადობა საკუთარ თავზე გამოცადეს, მათ შორის ჟურნალისტებს, ასე რომ, ეს არის სიტუაციის ძალიან ფართო შეფასება - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა. მისივე თქმით, ისინი სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად ,,რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს, ზოგიერთი მათგანი იგივეა, რაც წინა რეზოლუციაში იყო, პარლამენტისა და მთავრობის არაღიარება, რასაც ახლა პრეზიდენტის არაღიარებაც დავამატეთ. ახალი ასევე ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად და რა თქმა უნდა, სანქციები, რომელიც უნდა შეეხოს ბიძინა ივანიშვილის ახლო წრეს. ყველა მათგანი იქნება ნახსენები სახელებითა და გვარებით. ჩვენ ვთხოვთ წევრ სახელმწიფოებს, რომ სანქციები დააწესოს, რითაც უნდა მიბაძოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს, რა თქმა უნდა მოვითხოვთ ახალ არჩევნებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ვთხოვთ წევრ სახელმწიფოებს, არ მოახდინონ "ქართული ოცნების" ლეგიტიმაცია." - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ "მთავარ არხთან" განაცხადა და საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე ისაუბრა
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)