|
2025-02-13 10:33:21, 495 ნახვა
ეკონომიკა
ForSet- ის ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ გაიმართა
საქართველოს ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალგაზრდების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. მეცნიერი ქალებისა და გოგონების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 11 თებერვალს, ForSet-ის ინიციატივითა და ბანკის მხარდაჭერით ღონისძიება - “STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სფეროს ლიდერების გამოსვლებს და მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ ვორქშოფებში. ასევე, დაემყარებინათ პროფესიული კავშირები, გაეგოთ მეტი STEM-ის შესახებ და გასცნობოდნენ ამ სფეროში კარიერულ შესაძლებლობებს. ღონისძიებაზე საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მენეჯერმა, სალომე მეგრელიშვილმა დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა თემაზე: „სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსი: რა მასწავლა ჩემმა კარიერამ Tech-ში“. „მოხარული ვარ რომ აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს ბანკის სახელით მივიღე მონაწილეობა. დამსწრე აუდიტორიას ვესაუბრე ტექნოლოგიების სფეროში ჩემს გამოცდილებაზე და კარიერულ შესაძლებლობებზე. საქართველოს ბანკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოში. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს ციფრული პროდუქტების და ზოგადად სფეროს განვითარებაზე. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს ტექნოლოგიური სფეროს შესახებ მიიღონ ინფორმაცია და სწორად განსაზღვრონ მათი სამომავლო პროფესია. წარმატებებს ვუსურვებ მონაწილეებს და ვიმედოვნებ, რომ კიდევ არაერთი მსგავსი ღონისძიება გაიმართება. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას, სფეროს განვითარების ხელშეწყობას და ახალგაზრდების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მენეჯერმა, სალომე მეგრელიშვილმა. ღონისძიება ორგანიზებული იყო ForSet-ის მიერ და მისი პარტნიორები იყვნენ DataFest Tbilisi, საქართველოს ბანკი, UNDP-ისა და შვედეთის, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამა, IBCCS TAX, UN Women და ტერმინალი. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)