|
2025-02-13 08:51:22, 441 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის ადვოკატები დღეს სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ
„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატები მისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასა და ზოგადად, მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმის შეწყვეტას ითხოვენ. ამის შესახებ ადვოკატებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათივე თქმით, პროკურატურამ მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ დაიწყო. „მზია ამაღლობელის ადვოკატები 13 თებერვალს წარვადგენთ შუამდგომლობას მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პროკურატურამ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ დაიწყო. მისი ბრალდება უკანონოა და მის მიმართ უკანონოდ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. ეს საქმე აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც ამ საქმეზე პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს“,- განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე. ამასთან, მზია ამაღლობელის კიდევ ერთი ადვოკატის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, ვინაიდან მისი დევნა თავსდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900(2012) რეზოლუციით განსაზღვრულ კრიტერიუმებში. მისივე თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ დევნას და პატიმრობას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები. „არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოვითხოვთ: 1. სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან; 2. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე; 3. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი; 4. პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი; 5. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო. 6. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვრის ბათუმის აქციაზე ციალა ქათამაძის უკანონო დაკავების გამო; 7. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში“, - განაცხადა მწარიაშვილმა.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)