|
2025-02-12 17:27:57, 368 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ვგეგმავთ კანონპროექტის დაინიცირებას, რომლითაც კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა
ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კანონპროექტის დაინიცირებას, რომლითაც კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა და ეს დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, - ამის შესახებ საქართველოს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი პარტნიორებთან, პირველ რიგში ამერიკელ პარტნიორებთან, ახალ ადმინისტრაციასთან. „თქვენ ხედავთ, რომ პროცესები, რაც მანამდე იმართებოდა ამერიკული დაფინანსებით, დღეს უკვე იმართება მეტწილად ევროპული დაფინანსებით. ამასაც სჭირდება ყურადღების მიქცევა. არ შეიძლება, ვინმემ ევროპული სტრუქტურებიდან მხარი დაუჭიროს, დააფინანსოს რევოლუციური პროცესები. ჩვენ ამასაც უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ ღრმად უნდა შევისწავლოთ, მათ შორის ევროპის დემოკრატიის ფონდის საქმიანობა, საიდანაც ფინანსდებოდა რევოლუციური პროცესები, რადიკალიზმის გაღვივება, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა. ყველამ უნდა სცეს პატივი, განსაკუთრებით ევროკავშირმა, ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)