|
2025-02-12 09:04:08, 434 ნახვა
პოლიტიკა
მარგუს ცაჰკნა - საქართველო არ შევა ევროკავშირში თავისი ახლანდელი კურსით
ცხადია, რომ საქართველო არ შევა ევროკავშირში თავისი ახლანდელი კურსით - თუ საქართველოს ოფიციალური პირები გააგრძელებენ ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება "კრიზიდან გამოსვლის და ნდობის გზაა". "სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოება ასევე შეიძლება შემობრუნებულ იქნას, რასაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს - სადაც მმართველი პარტია ქვეყანას სულ უფრო აშორებს დემოკრატიას, ისევე როგორც საგარეო კურსს, რომელიც დასავლეთისკენაა ორიენტირებული. ცხადია, რომ საქართველო არ შევა ევროკავშირში თავისი ახლანდელი კურსით და ხალხს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია საქართველოში, ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნები ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლისა და ნდობის აღდგენის გზაა. თუ [საქართველოს] ოფიციალური პირები გააგრძელებენ ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა,” - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)