|
2016-03-08 13:57:28, 1384 ნახვა
კომენტარი
ალექსი პეტრიაშვილი: დაკავებულთან არანაირი პიროვნული გადაკვეთა არ მქონია
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, მის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექაბიშვილთან არანაირი პიროვნული გადაკვეთა არ ჰქონია. როგორც პეტრიაშვილმა საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდასხმის მოტივი მისთვის უცნობია. პეტრიაშვილი ამბობს, რომ სანამ დამკვეთი და მეორე შემსრულებელი არ გამოვლინდება, საქმე გახსნილად არ ჩაითვლება: „ჩვენ გადაკვეთები არ გვქონია, წარმოდგენა არ მაქვს ამ სახელზე და გვარზე. არავითარი პიროვნული გადაკვეთა მე მაგ ადამიანთან არ მქონია.წავიკითხე ცალკეული პოლიტიკოსების საბრალდებო დასკვნები, მოტივაციები და და ვერ მივბაძავ მათ ამ "მჭერმეტყველებაში".გამოძიებას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გამოძიოს მოტივი. გამოძიება არ იქნბა დასრულებული და საქმე არ იქნება გახსნილი, სანამ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი, არ იქნება დაკავებული მეორე შემსრულებელი და დამკვეთი.უნდა მოხდეს სამაგალითო დასჯა ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის და არა ჩემთვის",-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა. შეგახსენებთ, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)