|
2025-02-10 15:04:38, 580 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 128 ათასი ოჯახი საარსებო შემწეობას იღებს - საქსტატი
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სოციალური დაცვის მაჩვენებლების თანახმად 2024 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 864.3 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70.8 პროცენტი ქალია, ხოლო 29.2 პროცენტი - კაცი. პენსიის მიმღებთა 30.5 პროცენტი თბილისშია, 15.6 პროცენტი - იმერეთში, 10.3 - პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.2 პროცენტი - ქვემო ქართლში, 8.6 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია. უწყების მონაცემების თანახმად, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 185.4 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.7 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 67.3 პროცენტი - კაცი. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.1 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1 პროცენტს ომის მონაწილეები, 11.3 პროცენტს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.1 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.5 პროცენტი თბილისშია, 15.9 პროცენტი იმერეთში, 12.1 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.4 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.1 პროცენტია. საქსტატის ცნობით, 2024 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 390.8 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 128.6 ათასი. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 77.1 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 33.2 ათასი.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)