|
2025-02-10 14:50:13, 608 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეა DeepSeek-ს პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევაში ადანაშაულებს
სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის მიხედვით, დასტურდება, რომ ხელოვნური ინტელექტის სხვა Chatbot აპლიკაციებისგან განსხვავებით, DeepSeek-ს აქვს ფუნქცია, მიმოწერის ტექსტით დაადგინოს პირის იდენტობა და გადასცეს მისი მონაცემები ჩინურ კომპანიებს. შესაბამისად, ეროვნული დაზვერვის სამსახურმა წერილი გაუგზავნა სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოებს, შესაბამისი უსაფრთხოების ზომები მიიღონ აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. თუმცა, სამხრეთ კორეის ზოგიერთმა სამინისტრომ, ისევე, როგორც ავსტრალიასა და ტაივანში, უკვე აკრძალა აპლიკაციის სამთავრობო მოწყობილობებზე გამოყენება. იტალია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩინური აპლიკაციის გამოყენება შეზღუდა. მიზეზად პერსონალური მონაცემების დაცვა სახელდება. გადაწყვეტილების შედეგად იტალიაში, ორივე Apple-სა და Google-ის ციფრულ მაღაზიებში DeepSeek-ის აპლიკაცია გაქრა. მანამდე, იტალიის მონაცემთა დაცვის სამსახურმა, Garante-მ კომპანიას მოთხოვა მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. კონკრეტულად, ორგანიზაციას აინტერესებ და როგორ და რა წყაროებით ხდება ხდება პერსონალური მონაცემების შეგროვება, რა მიზანს ემსახურება ეს და ინახება თუ არა შეგროვებული ინფორმაცია ჩინეთში. Garante-ს მიხედვით, DeepSeek-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია, რის გამოც აპლიკაციის მუშაობა იტალიაში დაუყონებლივ შეწყდა და დაიწყო გამოძიება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)