06:38 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 12:44:26, 441 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანში სომხეთის რესპუბლიკის მიმართ რეალური მუქარების გენერირება ხდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანში სომხეთის რესპუბლიკის მიმართ რეალური მუქარების გენერირება ხდება. როგორც სომხური მედია წერს, ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაური საავტორო სტატიაში წერს.

ფაშინიანის თქმით, აზერბაiჯანის რესპუბლიკის ოფიციალური რიტორიკა სულ უფრო მეტად არის კონცენტრირებული იმ თეზისზე, რომ სომხეთი აგრძელებს შეიარაღებას, ემზადება აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის და შესაბამისად, აზერბაიჯანს თავდაცვის უფლება და პრევენციული ზომების მიღების უფლება აქვს.

„ამ თეზისების წარმოშობის ორი ვერსია არსებობს: ან აზერბაიჯანი მართლაც ფიქრობს, რომ სომხეთის მასზე თავდასხმას აპირებს, ან თავად აზერბაიჯანი აპირებს თავდასხმას და ცდილობს, ამის საფუძვლები შექმნას“,- წერს ფაშინიანი.

ამავე წერილში სომხეთის პრემიერ-მინისტრი კვლავაც აცხადებს, რომ სომხეთი ერთგულია 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში მიღწეული სტრატეგიული შეთანხმების, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ალმათის დეკლარაციაზე დაყრდნობით. შესაბამისად, ფაშინიანის მტკიცებით, თეზისი იმის შესახებ, რომ სომხეთი აპირებს აზერბაიჯანზე თავდასხმას, გამოგონილია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics