07:38 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 08:33:41, 492 ნახვა

მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ ისრაელის მხარდამჭერი ჯგუფების ზეწოლით წამოყენებულ წინადადებებში არაფერია განსახილველი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ის ადმინისტრაციის ახალ ხედვებს ღაზის სექტორთან დაკავშირებით აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ღაზის გადაბარების შესახებ გეგმის განხილვას აზრი არ აქვს.

„მინდა, ნათლად განვაცხადო: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ ისრაელის მხარდამჭერი ჯგუფების ზეწოლით წამოყენებულ წინადადებებში არაფერია განსახილველი ან გასათვალისწინებელი, ჩვენი თვალსაზრისით. ეს არის უბრალოდ უაზრო ფიქრები და წყლის ნაყვა. არავის აქვს ძალა, გაასახლოს ხალხი თავიანთი მარადიული სამშობლოდან, რომელიც მათ ათასწლეულების განმავლობაში ეკუთვნით. პალესტინა პალესტინელებს ეკუთვნის – ღაზით, დასავლეთ სანაპიროთი და აღმოსავლეთ იერუსალიმით. ღაზის მოსახლეობა, რომელმაც არ დატოვა თავისი მიწა ისრაელის 471-დღიანი სისასტიკის, ველურობისა და თავდასხმების მიუხედავად, კვლავ დარჩება ღაზაში, განაგრძობს ცხოვრებას და მის დაცვას“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა ღაზის სექტორზე. მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ღაზის სექტორს ისრაელი აშშ-ს გადასცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics