|
2016-03-08 10:57:13, 726 ნახვა
ეკონომიკა
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების შესახებ სამთავრობო შეთანხმება გაფორმდა
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, გაფორმდა სამთავრობო შეთანხმება (ნოტების გაცვლის გზით) საქართველოსა და იაპონიას შორის, რომელსაც ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ მოაწერეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საფინანსო ხელშეკრულება იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და საქართველოს შორის გააფორმეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უზბეკეთის ოფისის ხელმძღვანელმა კაცუტოში ფუშიმიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)