|
2025-02-07 17:05:27, 508 ნახვა
საზოგადოება
ნინო დვალი - ეს მახინჯი რეჟიმი მომწვდა, ჩოგბურთის ფედერაციიდან გამათავისუფლეს
,,ეს მახინჯი რეჟიმი მომწვდა და მოკლედ დავწერ, რა ულტიმატუმის წინაშე დამაყენეს. თუ სამსახურის შენარჩუნება მინდა, უნდა გავჩუმდე და ხმა არ ამოვიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებს შეუქმნიან ორგანიზაციას, სადაც ვმუშაობ. ანუ, მოითხოვეს ჩემი სამსახურიდან გაშვება, ან დარჩენა გაჩუმების სანაცვლოდ. ხოდა, მე არ გავჩუმდი და გამიშვეს. ჩოგბურთის ფედერაციაში, სადაც 13 წელია, ვმუშაობ, მუშაობენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები, ხელმძღვანელიდან დაწყებული, დარაჯით დამთავრებული. რადგან "ქართული ოცნება" და სპორტის სამინისტრო ასე აკვირდება რიგითი მოქალაქეების ფეისბუქ პოსტებს და მათ გადაადგილებას, ამ დაკვირვების შედეგად, უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ სამსახურის დაკარგვის შიში უსამართლობაზე თვალს არ დამახუჭინებს და ჩირგვში არ დამსვამს - მაგრამ, იმასაც უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ჩემთვის ძვირფას თანამშრომლებს პრობლემებს არ შევუქმნიდი. ჩემი ცხვირისა და ჯიბის მიღმაც ვიყურები და მიღმა დაუჯერებელ უსამართლობასა და ბოროტებას ვხედავ. წარმომიდგენია, ჩემსავით რამდენს მიადგნენ ასე, ულტიმატუმებით, დაშინებით. სოლიდარობა ყველას, ვინც შეძლებს და შეეწინააღმდეგება ამ რეჟიმს და მათაც, ვისაც სურვილი დიდი, მაგრამ ძალა არ აღმოაჩნდება. ეს რეჟიმი ქვეყანას სწრაფი ტემპით მიაქანებს ჯოჯოხეთისკენ და ახლა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საშიში პერიოდია, რომელიც ძალიან ჰგავს 1937 წელს. ამ რეჟიმს ჩემი მტერი შეეგუა. ამ რეჟიმს ჩემი მტერი გაურიგდა. ოლიგარქიულ ცეცხლში დაიწვება ყველა, ვინც ქვეყანას ვნებს. დამხობა რეჟიმს, თავისუფლება ტყვეებს, ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს Facebook-ზე მოქალაქე ნინო დვალი.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)