|
2025-02-07 15:56:55, 500 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ 30 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", ,,ქურდული სამყაროს" წევრობის, ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის, ,,კანონიერ ქურდზე" მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს" შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე, მხარეებმა დაგეგმეს და მოაწყეს ე.წ. ქურდული შეკრება, რომელზეც მათ მიერ მართულ პირებს დაპირისპირებულ მხარესთან ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფინანსური დავის ,,ქურდული გარჩევის" გზით გადაწყვეტის მიზნით მოდავე მხარეებმა ,,ქურდული სამყაროს" წევრებს და ,,კანონიერ ქურდებს" მიმართეს, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში და შემდეგ საქართველოში ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერების მეშვეობით არაერთი ,,ქურდული გარჩევა" მოაწყვეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოთხოვეს. ასევე სამართალდამცველებმა მათ შორის ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე დააკავეს. ბრალდებულებს ბრალდება ,,კანონიერი ქურდობის", ,,ქურდული სამყაროს" წევრობის, ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის, ,,ქურდული სამყაროს" წევრზე და ,,კანონიერ ქურდზე" მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ 26 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ასევე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა ოთხ პირს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)