|
2025-02-05 15:33:52, 465 ნახვა
საზოგადოება
საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯია - NGO-ები
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებით ეხმაურება საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას და აღნიშნულს კიდევ ერთ რეპრესიულ ნაბიჯად აფასებს. განცხადებაში, რომელსაც საია, TI, IDFI და ISFED უერთდებიან, წერია, რომ სწორედ საჯარო სამსახურის ბიუროს მოვალეობა იყო "საჯარო სამსახურში ღირსეული, პროფესიონალური და ნეიტრალური გარემოს ჩამოყალიბება." "მიმდინარე მოვლენების და საჯარო მოსამსახურეების პროტესტის ფონზე, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯია, არამხოლოდ, ბიუროს თანამშრომლებისთვის, არამედ - ნებისმიერი საჯარო მოსამსახურესთვის. საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბიუროს ლიკვიდაცია დაგეგმილია 2025 წლის 1-ელ აპრილამდე. აქვე განმარტებულია, რომ ბიუროს ლიკვიდაცია გამოწვეულია მართვის რაციონალიცაზიისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით. თუმცა, არც საზოგადოებისთვის და არც ბიუროს თანამშრომლებისთვის მსგავსი შეფასების დოკუმენტი ცნობილი არ არის. როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიმართ მათივე პროტესტის საპასუხოდ დაწყებული რეპრესიების ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა, სწორედ იმ უწყების საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, რომლის პირდაპირი ფუნქციაა საჯარო სამსახურში ღირსეული, პროფესიონალური და ნეიტრალური გარემოს ჩამოყალიბება და დამკვიდრება, და რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. უკიდურესად შემაშფოთებელია არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილება. მან არამხოლოდ საზოგადოებისთვის დახურა კარი და გადადგა ნაბიჯები ყოველგვარი რაციონალური ანალიზის გარეშე, არამედ ამ გადაწყვეტილების შესახებ თავად იმ უწყებებსაც კი არ შეატყობინა, ვისაც უშუალოდ ეხება კონკრეტული ქმედებები. ასეთი შემთხვევები არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გაგრძელება, რომელიც უკვე შეეხო მათ, როგორც ინდივიდუალურად, ისე, ინსტიტუციურად, და კიდევ უფრო მეტად აშორებს ქვეყანას დემოკრატიულ პროცესებსა და საჯარო მმართველობის სტანდარტებს." - წერია განცხადებაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)