14:27 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 13:05:15, 1247 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ამ რთულ პერიოდში შვედეთის გვერდით დგას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მწუხარება გამოთქვა ორებროში (შვედეთი) მომხდარი სროლის გამო. მან აღნიშნა, რომ არცერთ ბავშვს არ უნდა მოუწიოს ძალადობის განცდა, მითუმეტეს სასწავლო დაწესებულებაში და თანაგრძნობა გამოხატა მსხვერპლებისა და მათი ოჯახების მიმართ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, საქართველოს სახელით, შვედეთს ამ რთულ პერიოდში სოლიდარობა გამოუცხადა.

"არცერთმა ბავშვმა არ უნდა განიცადოს ძალადობა სწავლის ადგილზე. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა. საქართველო ამ რთულ პერიოდში შვედეთის გვერდით დგას". - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე. 

შეგახსენებთ, რომ შვედეთში საგანმანათლებლო ცენტრზე შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის თავად თავდამსხმელიც. შემთხვევა ქალაქ ერებრუში გუშინ მოხდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics