|
2025-02-04 14:43:56, 504 ნახვა
საზოგადოება
კახეთში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები უხელფასობას აპროტესტებენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტის მიზეზი მიუღებელი ხელფასებია. „ზოგს ორი თვის აქვს მისაღები, ზოგს - სამის და ოთხის. ვერ გვეუბნებიან, როდის გაიცემა დავალიანება“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მისივე ინფორმაციით, ახლა ავტობანის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. "გაფიცული ვართ დაახლოებით 200 ადამიანი - ზოგი ტექნიკაზე მუშაობს, ზოგი არმატურას ალაგებს... თითო თვის ხელფასი დაახლოებით ორი ათასი ლარია. ხან ამბობენ, ორ დღეში მოგცემთო, ხან ხუთ დღეს ამბობს, მაგრამ ასე გვატყუებენ სამი თვეა. სამუშაოებს არ დავიწყებთ, სანამ დავალიანებას არ მოგცემენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. კახეთში ავტობანის მშენებლობა საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზე მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საგარეჯო-ბადიაურის 4-ზოლიან საავტომობილო გზას კომპანია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret Anonim Sirketi აშენებს. გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მუშების პროტესტის საკითხს სწავლობენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 276,7 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)