|
2025-02-03 14:29:28, 482 ნახვა
ეკონომიკა
ბოსტნეული 13.2%-ით გაძვირდა, ყავა და ჩაი - 11.5%-ით, წლიური ინფლაცია 2%-ია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 2% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
ამასთან, საქტატი ირწმუნება, რომ ფასები 0.4%-ით შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე, ხოლო 1.3%-ით ხილსა და ყურძენზე. საქსტატის ცნობითვე, წინა წელთან შედარებით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასი - 6.2%-ით გაიზარდა. განათლება 5.1%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.8%-ით, ჯანდაცვა - 3.8%-ით, დასვენება/გართობა/კულტურა - 1%-ით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 0.5%-ით. ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა - 12.5%-ით. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 1.0%-ით გაიაფდა, ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 1.2%-ით.-ით, ტრანსპორტი კი - 1%-ით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)