|
2025-01-30 15:49:12, 418 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სამწუხაროდ, გერმანიას საქართველოში ელჩი არ ჰყავს, ელჩი თავის თავს და ქვეყანას არ ეკუთვნის
„ამ კონკრეტულ ელჩს ჰყავს თავისი პატრონი და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომელიც აცხადებს, რომ ახლად არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს. „ჩვენ უკვე ვთქვით და გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, გერმანიას საქართველოში ელჩი არ ჰყავს. არიან გარკვეული დიპლომატები, ჩვენი რადიკალური „წვრილფეხა“ ოპოზიცია, არის ბრიუსელის გარკვეული ბიუროკრატია და ყველანი იმართებიან კონკრეტული ადამიანებისგან. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის „დიფ სთეითის“ დამარცხება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ყველანი იმართებიან გარედან. აქვთ ერთიანი „მესიჯ ბოქსი“. რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. ეს კონკრეტული ელჩიც თავის თავს და ქვეყანას არ ეკუთვნის. მას ჰყავს თავისი პატრონი და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)