|
2025-01-30 12:50:43, 476 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი აშშ-ში მომხდარ ავიაკატასტროფაზე - შოკისმომგვრელი ცნობები ვაშინგტონიდან - დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „შოკისმომგვრელი ცნობები ვაშინგტონიდან. დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ვხედავთ, თუ როგორ იჩენენ მაშველები განსაკუთრებულ თავდადებას სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს. ამ ტრაგიკულ დროს პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს ჩვენს მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე. ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის ცნობით, თვითმფრინავში 64 ადამიანი, ხოლო ვერტმფრენის ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაღუპულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა CBS News-ი ადგილობრივ პოლიციელებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის მაშველებმა მდინარიდან 18 ცხედარი ამოიყვანეს. აშშ-ის ფიგურული ციგურაობის ასოციაციის განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე ასოციაციის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა. მანამდე, რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ცნობილი რუსი მოციგურავეები, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები, ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)