11:04 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 14:50:04, 410 ნახვა

მსოფლიო
ფიცო - ჩვენი მტერი ზელენსკია, ის სლოვაკეთს ვნებს

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი "მტრად" მოიხსენია და თქვა, რომ ზელენსკი "სლოვაკეთს ვნებს". 

ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური მედია, Dennik N ავრცელებს

"ჩვენი მტერი ზელენსკია. ზელენსკიმ გამოიწვია პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ის მე არ მომწონს, რადგან ის სლოვაკეთს ვნებს". - თქვა ფიცომ. 

ფიცომ ზელენსკის განცხადება აზერბაიჯანის გაზის ტრანზიტისთვის მზაობის შესახებ გააკრიტიკა და თქვა, რომ ამ მხრივ "არაფერი არ არის მზად", ზელენსკი კი "ბუშტებს ბერავს". 

"არაფერი არ არის მზად, არანაირი პროექტი არ დევს მაგიდაზე. ისევ ბუშტებს ბერავს, რადგან ჰგონია, რომ ეს მას რთული გადაწყვეტილებებისგან გაათავისუფლებს". - თქვა ფიცომ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics