|
2025-01-28 13:31:56, 490 ნახვა
საზოგადოება
საბა ბუაძე - კახა კალაძეს მერიის საქალაქო სამსახურებში რეორგანიზაციის დაწყება უნდა
თბილისს მერს, კახა კალაძეს, რომელიც ამავდროულად არის პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის საქალაქო სამსახურებში რეორგანიზაციის დაწყება უნდა. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი საბა ბუაძე იუწყება, საკითხის კენჭისყრა ხვალ, 29 იანვარს, არის დაგეგმილი. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა, კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოში, არქიტექტურის სამსახურსა და ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოში რეორგანიზაციის დასაწყებად ბრძანება 2024 წლის 31 დეკემბერს გამოსცა. „ეს რეორგანიზაცია პოლიტიკური წმენდა რომ არის იმითაც დასტურდება, რომ არანაირი დასაბუთება და არგუმენტი თან არ ახლავს, მხოლოდ ერთი ფრაზა - „სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით“, - აცხადებს საბა ბუაძე, პარტია „ძლიერი საქართველოს“ წევრი. თუ საკრებულო, რომლის უმრავლესობაშიც „ქართული ოცნებაა“, თბილისის მერს თანხმობას მისცემს, რეორგანიზაციის პროცესი 2025 წლის 1 თებერვლიდან უნდა დაიწყოს. რადიო თავისუფლებამ მერიის პრესსამსახურს ჰკითხა, რატომ იწყება რეორგანიზაცია და რამდენი ადამიანის შემცირება იგეგმება - პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება. საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, „ქართული ოცნება“კი დემონსტრაციების პარალელურად ამკაცრებს კანონებს - შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, გაზარდა ჯარიმები და გაამარტივა საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)