|
2025-01-28 12:09:06, 467 ნახვა
პოლიტიკა
საკრებულოს არჩევნებისთვის გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი იცვლება
საკრებულოს არჩევნებისთვის გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები “საარჩევნო კოდექსში“ “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით შედის. მოქმედი კანონით, თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს მიეკუთვნება, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა მიიღეს, მაგრამ მანდატი ვერ მოიპოვეს. თუ ამის შემდეგ გაუნაწილებელი მანდატი კიდევ რჩება, თითო მანდატი თანამიმდევრობით იმ პარტიულ სიებს მიეკუთვნება, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ. საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებით კი, გაუნაწილებელი მანდატების დარჩენის შემთხვევაში, მას თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ. ინიციატორთა განმარტებით, საკრებულოების გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი პარლამენტის არჩევნებში გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესთან მოდის შესაბამისობაში. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)